სკვერების მოწყობის მიზნით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი გამოაცხადა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, რუსთაველის ქუჩის #51 დან #53 მიმდებარედ მრავალ ბინიანი საცხოვრებელი სახლების წინ სკვერი მოეწყობა.
პროექტის მიხედვით ტერიტორიაზე მოეწყობა ქვაფენილი და ბორდიული. განთავსდება სკამები და ნაგვის ურნები. დამონტაჟდება დეკორატიული ლამპიონები და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.
სკვერის მოსაწყობად 53 123 ლარი დაიხარჯება.