spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ სოციალური პროგრამების ფარგლებში მაისში 176 335 ლარის დაფინანსება გასცა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოციალური პროგრამების ფარგლებში, მაისის თვეში 176  335 ლარის დაფინანსება გასცა. აღნიშნული თანხით, მუნიციპალიტეტმა დახმარება 651 ბენეფიციარს გაუწია, – ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

 

“87 325 ლარი, 98 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის გამოიყო. მედიკამენტების შესაძენად 61 ბენეფიციარი 125 25 ლარით დაფინანსდა.

 

ონკოლოგიური დაავადებების მქონე 29 პაციენტი 26 263  ლარით დაფინანსდა.

 

სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს შშმ პირებმა, დედ-მამით ობლებმა და სხვა.

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტში 25-მდე სოციალური პროგრამა ხორციელდება. პროგრამის მთავარი მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი მხარდაჭერა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები