spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ სოციალური პროგრამების ფარგლებში მარტში 219 101 ლარის დაფინანსება გასცა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოციალური პროგრამების ფარგლებში, მარტის თვეში 219 101 ლარის დაფინანსება გასცა. აღნიშნული თანხით, მუნიციპალიტეტმა დახმარება 775 ბენეფიციარს გაუწია.

 

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 121694 ლარი, 148 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის გამოიყო. მედიკამენტების შესაძენად 88 ბენეფიციარი 18 778 ლარით დაფინანსდა.

 

ონკოლოგიური დაავადებების მქონე 25 პაციენტი 21 631 ლარით დაფინანსდა.

 

სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს შშმ პირებმა, დედ-მამით ობლებმა და სხვა.

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტში 23-მდე სოციალური პროგრამა ხორციელდება. 

 

პროგრამის მთავარი მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი მხარდაჭერა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები