spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა და მერმა ოთარ არბოლიშვილმა მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს.

 

ხელმძღვანელი პირები რამდენიმე ლოკაციაზე იმყოფებოდნენ:

 

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაბა ახალდაბაში, ბორჯომის ქუჩაზე, ცენტრალური გზის გამყოლი ღობეების რეაბილიტაცია 1 აპრილიდან დაიწყო და სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

 

“პროექტის ფარგლებში მოეწყობა გზის პირას მდებარე სახლების ღობეები და ჭიშკრები. დამონტაჟდება გარე განათების სისტემა.

 

სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

 

დაბა წაღვერის პარკის რეაბილიტაცია ინტენსიურად მიმდინარეობს.

 

პარკი 10 500 კვ.მ. ფართობზე გაშენდება. პროექტის მიხედვით, წაღვერის პარკში დაგეგმილია ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი სივრცეების, კაფეს და სხვა კომერციული ობიექტების მოწყობა.

 

პარკში განთავსდება ფანჩატურები, საცოცი კედელი, ხიდები, წყლის არხი და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა. ასევე, მოეწყობა ფოტოგადაღების ჯიხური „ფოტო ხაჩიკა“ და მისი მონუმენტი.

 

პროექტი ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

 

ე.წ “პლატოზე” ფეხბურთის მოედნისა და ჩოგბურთის კორტების მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

 

პროექტი მიხედვით, ჩოგბურთისა და ფეხბურთის სტადიონის გარდა, მოეწყობა – ფანჩატური, ტრიბუნები, საფეხმავლო ბილიკები, მცირე საყრდენი კედელი, მოაჯირი და სივრცე პარკინგისთვის; დამონტაჟდება ტენისის მაგიდაც.

 

მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები