spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, ზურაბ დოიჯაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, ბორჯომელი მუსიკოსის ზურაბ დოიჯაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო, 17 აგვისტოს, მომღერლის დაბადების დღეზე გაიმართა.

 

ახალი უბნის დასახლებაში, იქ სადაც ზურაბ დოიჯაშვილი გაიზარდა, მისი სახელობის სკვერი ოფიციალურად გაიხსნა.შემდეგ კი საღამო ბორჯომის ცენტრალურ (ისტორიულ) პარკში გაგრძელდა. 

 

ღონისძიებაზე მსმენელის წინაშე მომღერლის მეგობრები – ნუგზარ კვაშალი, ვახტანგ ტატიშვილი, ბესიკ კალანდაძე, ზურა მანაგაძე, ზურა კობეშავიძე, ენრიკო ჯანელიძე, ბადრი ჯანაშვილი, ტატო გოდერძიშვილი და ჯგუფი “ქუჩის ბიჭები” წარსდგნენ.

 

ღონისძიებას სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე ზურა ხაჩიძე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი, მერის მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი, მისი მოადგილეები,  საკრებულოს წევრები, მომღერლის ოჯახის წევრები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები