spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღის კამპანიას უერთდება

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭო უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღის კამპანიას, რომელიც დღეს დაიწყო და 16 დღეს გაგრძელდება. 

 

გენდერული საბჭო ორგანიზებით, ბორჯომის შოთა რუსთაველის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში, მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის მოეწყო  მესხეთის დრამატული თეატრის სპექტაკლის “ირინეს ბედნიერების” ჩვენება.

 

ასევე, კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ფოიეში მოეწყო მოსწავლეების მიერ ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე შექმნილი ნახატების ჩვენება.

 

16-დღიანი კამპანიის ფარგლებში,  ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული საბჭო სხვადასხვა სახის თემატურ აქტივობებს გეგმავს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები