ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა გიორგი ფერაძემ, ნიკოლოზ კიკნაძემ, სოფელი ტბის ადმინისტრაციული ერთეულის დეპუტატმა მამუკა ლურსმანაშვილმა და საკრებულოს დეპუტატებმა სოფელ ტბაზე ახლადმოწყობილი სკვერი დაათვალიერეს.
“სოფელი ტბა ტურისტული ზონაა, ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია, რომ ტურისტულ სოფლებში იყოს, კეთილმოწყობილი დასასვენებელი ადგილი. დარწმუნებული ვარ, მომავალში ბევრ ასეთ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ”, – განაცხადა დავით ზაალიშვილმა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროეტექტის ფარგლებში, მოეწყო დასასვენებელი სივრცე, საბავშვო ატრაქციონები, ფეხით სავალი ბილიკები. დამონტაჟდება დეკორატიული გარე განათების ლამპიონები, სკამები და ნაგვის ურნები.
სკვერის რეაბილიტაცია, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ღირებულება 89 570 ლარს შეადგენს.