spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები ბაკურიანის საბავშვო ბაღს ესტუმრნენ

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი, მოადგილე ჯუმბერ კურტანიძე, იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მაკა მანჯავიძე და ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ლევან თედიაშვილი დაბა ბაკურიანის საბავშვო ბაღს ესტუმრნენ.

 

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები, აღმზრდელ-პედაგოგებთან ერთად ბაღში არსებულ ვითარებას დეტალურად გაეცნენ და არსებული სამუშაო პირობებით, გათბობით, სანიტარული ნორმების დაცვით და სხვა მნიშვნელოვანი საკითხებით დაინტერესდნენ.

 

“შეხვედრები, რომლის ძირითად მიზანს სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის ადგილზე გაცნობა წარმოადგენს, ეტაპობრივად, მუნიციპალიტეტის ყველა ბაღში გაგრძელდება“, – განაცხადა დავით ზაალიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები