ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ კორტანეთში შიდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, 750 მეტრზე არმირებული ბეტონის საფარიანი გზა მოეწყობა. სამუშაოებს შპს “მშენებელი 2011” ასრულებს.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.