spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

 

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს, ორ უბანში, 1 152 გრძივ მონაკვეთზე ასფალტბეტონის საფარის დაგებას, სანიაღვრე სისტემის მოწყობას და სხვადასხვა დაზიანებულ მონაკვეთზე საყრდენი კედლების აღდგენის სამუშაოებს.

 

სოფელ ყვიბისის გზის რეაბილიტაციის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის და რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

 

“საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ისევე როგორც გასულ წლებში, მიმდინარე წელსაც ბორჯომის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. 2024 წელს ჯამში, 7,3 კმ. გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია განხორციელდება”, – აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები