ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისში შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ამ ეტაპზე საფუძველის მოწყობა მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ ყვიბისში ე.წ დარბაიძეების, შუბითიძეების, ხაჩიძეებისა და ციცქიშვილების უბანში, გზის 1 კილომეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი დაიგება. ასევე დაგეგმილია 400 მეტრზე სანიაღვრე არხის მოწყობა.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 459 001 ლარია გამოყოფილი.