spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაძრისში სპორტული მოედნის მოწყობა დასრულდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაძრისში  სპორტული მოედნის მოწყობა დასრულდა.

 

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით ტერიტორია შემოიღობა ლითონის კონსტრუქციით,  დაიგო ხელოვნური საფარი. თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი მოედანი განკუთვნილია, როგორც ფეხბურთის, ასევე, კალათბურთის სათამაშოდ და აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით.

 

სამუშაოების განსახორციელებლად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 349 989 ლარი დაიხარჯა.

 

ახალგაზრდებისთვის სპორტული სივრცის შექმნა მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობასა და სპორტის პოპულარიზაციას.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები