spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევში კლუბის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევში კლუბის შენობის რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია შენობის რეაბილიტაცია და რეკონსტრუქცია. კერძოდ, მიმდინარეობს არსებული დარბაზების რეაბილიტაცია, რომელიც განკუთვნილია სპორტული და კულტურული წრეებისთვის, ასევე რეაბილიტირდება ბიბლიოთეკის სივრცეები. მოეწყობა გასახდელები, წყალ-კანალიზაციის სისტემა, საშხაპეები და სველი წერტილები.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მიმდინარეობს.

სოფლებში, კულტურის სახლების და კლუბების რეაბილიტაცია ბორჯომის მუნიციპალიტეტისთვის, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები