მიმდინარე წელს, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში და დაბაში საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გზების რეაბილიტაცია დაგეგმილია შემდეგ სოფლებში: ტიმოთესუბანდი, ციხისჯვარში, დაბა წაღვერში, დაბა ახალდაბაში აღმაშენებლის ქუჩაზე და ე.წ ნეძვის გზის და ბორჯომში რაზმაძის ქუჩაზე.
“დაგეგმილი პროექტების ფარგლებში, მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და სანიაღვრე სისტემები, განხორციელდება მიერთებების და ეზოში შესასვლელების მოწყობა, საჭიროების მიხედვით მოეწყობა საყრდენი კედლები, რაც მუნიციპალიტეტის მოსახლეობას საშუალებას მისცემს განახლებული და კომფორტული გზებით, გადაადგილდნენ მუნიციპალიტეტის მასშტაბით”, – აღნიშნავენ მუნიციპალიტეტის მერიაში.