spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ყვიბისში, ვარდგინეთში, რველში, ზანავში, კორტანეთსა და ბეშეთში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

 

“ადგილობრივი მოსახლეობის გადაწყვეტილებით, სოფელ ყვიბისში სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის განსახორციელებლად 40000 ლარია გამოყო.

 

დგილობრივი მოსახლეობის გადაწყვეტილებით,  სოფელ ვარდგინეთში ფეხით სავალი გზის რეაბილიტაცია და მოაჯირების მოწყობის სამუშაოები განხორციელდა.  პროექტის განსახორციელებლად 20000 ლარი გამოიყო.

 

ადგილობრივი მოსახლეობის გადაწყვეტილებით, სოფელ რველში ბეტონის გზა და საბავშვო ატრაქციონი მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად 20000 ლარი გამოიყო. 

 

ადგილობრივი მოსახლეობის გადაწყვეტილებით, სოფელ ზანავში სკვერის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. პროექტის განსახორციელებლად 24000 ლარი გამოიყო. 

 

ადგილობრივი მოსახლეობის გადაწყვეტილებით, სოფელ კორტანეთში სასაფლაოსთან მისასვლელი გზა მოიხრეშა. პროექტის განსახორციელებლად 24000 ლარი გამოიყო. 

 

ადგილობრივი მოსახლეობის გადაწყვეტილებით, სოფელ ბეშეთში გზის დამცავი საყრდენი კედელი მოეწყო.

 

პროექტის განსახორციელებლად 20000 ლარი გამოიყო. 

 

2022 წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ცენტრალური ბიუჯეტიდან 436 000 ლარი დაიხარჯება. აღნიშნულ თანხას ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა 436 000 ლარის ოდენობით დაემატება. ჯამში სოფლებში შერჩეული პროექტების განხორციელებაზე 872 000 ლარი დაიხარჯება”, – აღნიშნული ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები