ბორჯომის მუნიციპალიტეტმა დედის დღესთან დაკავშირებით, 101 მრავალშვილიან ოჯახს, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი, საჩუქრად 150 ლარი გადასცა.
“აღსანიშნავია, რომ სოციალური პროგრამა მუნიციპალიტეტის მასშტაბით, რამდენიმე წელია, მოქმედებს. მისი მიზანი მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური და მორალური მხარდაჭერა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.
უნდა აღინიშნოს, ისიც რომ მუნიციპალიტეტი 4 და მეტშვილიან ოჯახებს ყოველთვიურად ეხმარება ფულადი თანხით, წელიწადში ერთხელ ფინანსდებიან სტაცონარული პროგარმით, ასევე ახალი წლისა და აღდგომის დღესასწაულზე სარგებლობენ დახმარებით. მათ აქვთ ასევე შეღავათები როგორც ელექტრო ენერგიის ასევე ბუნებრივი აირის გადასახადზე. ოჯახის წევრებისათვის უფასოა ასევე მგზავრობა მუნიციპალური ტრანსპორტით“, – აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.