spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, 10 მინი სპორტული სტადიონის და 3 სტადიონის, მათ შორის ორი კორტების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წელს 10 მინი სპორტული სტადიონის და 3 სტადიონის, მათ შორის ორი კორტების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები შემდეგ ლოკაციებზე განხორციელდება;
• აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარედ;
• თორის ქუჩის N120-ის მიმდებარედ;
• რუსთაველის ქუჩის N107-ის მიმდებარედ;
• ნიკოლაძის ქუჩის N19-ის მიმდებარედ;
• ხორავას ქუჩის მიმდებარედ;
• პეტრე იბერის ქუჩის მიმდებარედ;
• მესხეთის ქუჩა N31-ის მიმდებარედ;
• სოფელი ტიმოთესუბანი;
• მესხეთის ქუჩა N85-ის მიმდებარედ;
• ახალი უბნის დასახლება.

10 მინი სტადიონის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

“ბორჯომში, ასევე, მიმდინარეობს ჯემალ ზეინკლიშვილის სახელობის ცენტრალური საფეხბურთო მოედნის სრული რეაბილიტაცია. ასევე ყოფილი ტურბაზის ტერიტორიაზე და სოფელი ტბაზე ფეხბურთის მოედანი და ჩოგბურთის კორტი მოეწყობა.

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ახალგაზრდების ხელშეწყობის მიზნით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება მომავალშიც გაგრძელდება”, – აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები