ბორჯომის მუნიციპალიტეტში გზების გაწმენდა მიმდინარეობს, იყრება ტექნიკური მარილი ამ დროისათვის თოვლისგან გაიწმინდა ცენტრალური გზები, – ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
“ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოსული უხვი ნალექის გამო დილიდან გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მობილიზებულია მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური და სპეცტექნიკა.
თოვლისგან იწმინდება სოფლებთან მისასვლელი გზები”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.