spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომის მუნიციპალიტეტში გზების თოვლისგან გაწმენდა მიმდინარეობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტში გზების თოვლისგან გაწმენდა მიმდინარეობს, იყრება ტექნიკური მარილი.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ დროისათვის უკვე გაიწმინდა ცენტრალური გზები.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში მოლითში, ბალანთაში, ჭიხარულასა და ტაბაწყურში მოსული უხვი ნალექის გამო დილიდან გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მობილიზებულია მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური და სპეცტექნიკა.

თოვლისგან იწმინდება სოფლებთან მისასვლელი გზები.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები