spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომის მუნიციპალიტეტში იანვარში 1 246 ბენეფიციარს 459 739 ლარის დახმარება გაეწია

ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური პროგრამების ფარგლებში, იანვრის თვეში 1 246 ბენეფიციარს 459 739 ლარის დახმარება გაეწია.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 246 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის 260 505 ლარი გამოიყო;

104 ბენეფიციარი მედიკამენტების შესაძენად 21 000 ლარით დაფინანსდა;

ონკოლოგიური დაავადებების მქონე 47 პაციენტი 44 939 ლარით დაფინანსდა;

111 მრავალშვილიანი ოჯახი 26 900 ლარით დაფინანსდა;

360 ოჯახი კომუნალური გადასახადებისათვის 14 040 ლარით დაფინანსდა;

ასევე, სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს შშმ პირებმა, დედ-მამით ობლებმა და სხვა.

აღსანიშნავია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში 25-მდე სოციალური პროგრამა ხორციელდება, რომელთა მთავარი მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის მატერიალური და სოციალური მდგომარეობის ხელშეწყობა და გაუმჯობესებაა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები