spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომის მუნიციპალიტეტში მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

დღეს ბორჯომში ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავი აღინიშნა.

 

გამარჯვების სკვერში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და რიგითმა მოქალაქეებმა II მსოფლიო ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა, მერის მოადგილემ გიორგი ტაბატაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის  მოადგილემ ჯუმბერ კურტანიძე,  მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა მემორიალი გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს.

 

დეკანოზმა იოანემ (ხეცურიანი) გარდაცვლილი გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

 

ღონისძიება ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულმა ვოკალურმა ანსამბლებმა – „ბორჯომი“ და „ნენანა“ მუსიკალურად გააფორმეს.

 

ასევე, ხელმძღვანელმა პირებმა და რიგითმა მოქალაქეებმა „ძმათა სასაფლაოზე“ არსებული  II მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი და გმირთა საფლავები ყვავილებით შეამკეს.

 

მოგვიანებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ II მსოფლიო ომის ვეტერანებს – ოთარ გელაშვილსა და გიორგი ჩადუნელს გამარჯვების დღე პირადად მიულოცეს და სასაჩუქრე პაკეტები გადასცეს.

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტისგან  II მსოფლიო ომის ვეტერანებს 300 ლარი, ხოლო მათთან გათანაბრებულ პირებს 100 ლარი ჩაერიცხათ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები