spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური პროგრამების ფარგლებში, იანვარში 1 586 ბენეფიციარს 492 051 ლარის დახმარება გაეწია

ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური პროგრამების ფარგლებში, იანვრის თვეში 1 586 ბენეფიციარს 492 051 ლარის დახმარება გაეწია.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 295 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის 259 124 ლარი გამოიყო;

162 ბენეფიციარი მედიკამენტების შესაძენად 31 400 ლარით დაფინანსდა;

ონკოლოგიური დაავადებების მქონე 33 პაციენტი 31 863 ლარით დაფინანსდა;

114 მრავალშვილიანი ოჯახი 27 550 ლარით დაფინანსდა;

363 ოჯახი კომუნალური გადასახადებისათვის 14 260 ლარით დაფინანსდა;

ასევე, სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს შშმ პირებმა, დედ-მამით ობლებმა და სხვა.

აღსანიშნავია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში 25-მდე სოციალური პროგრამა ხორციელდება, რომელთა მთავარი მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის მატერიალური და სოციალური მდგომარეობის ხელშეწყობა და გაუმჯობესებაა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები