ბორჯომის მუნიციპალიტეტში ტურისტული მნიშვნელობის გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საკურორტო სოფელ ტბაზე, ცემში, სადგერსა და დაბა ბაკურიანში გზების რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია.
გზის რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს: დაბა ბაკურიანში – წაქაძის ქუჩის, ცემში – ორი ჩიხის, ტბაზე – ერთი ჩიხის და სადგერში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაციას. ჯამში, ოთხ სოფელში გზის საფარის 900 მეტრიანი მონაკვეთი მოეწყობა. ასევე, მოეწყობა სანიაღვრე სისტემაც.
“საკურორტო სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ბორჯომის მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას. აღნიშნული გზებით, სოფელში მცხოვრები ოჯახები და ვიზიტორები შეძლებენ გადაადგილებას”, – აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.