საქართველოს მთავრობამ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას 300 ათასი ლარის ოდენობის გრანტი გადასცა
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობაში სრულყოფილი ფინანსური დოკუმენტაციის გამო, საქართველოს მთავრობამ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას 300 ათასი ლარის ოდენობის გრანტი გადასცა.
აღნიშნული თანხა, ბორჯომის ცენტრალური (ისტორიულ) პარკის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება.
„გრანტის სახით გამოყოფილი 300 ათასი ლარით, დაგეგმილია ბორჯომის პარკში ახალი ატრაქციონი მოეწყობა, ასევე ორი ელექტრომობილის შეძენა”, – განაცხადა ბორჯომის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა მაია პაიჭაძემ.
ბორჯომის ცენტრალურ პარკში ატრაქციონის მოწყობითი სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.