ხმაური და დაპირისპირება იყო “ბორჯომის” ქარხანასთან, სადაც გაფიცულ მუშებს პოლიცია დაუპირისპირდა.
ხმაური ქარხნის ტერიტორიიდან ტრაილერების მძღოლების განრიდების მცდელობას მოყვა.
ბორჯომის N 1 ჩამომსხმელი ქარხანასთან სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა, ამჯერად ვითარება განმუხტულია, თუმცა ადგილზე პოლიციელები კვლაც რჩებიან.
დღეს ბორჯომის ქარხნის მუშების გაფიცვიდან მეოთხე დღეა. გაფიცულები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასის 25%-იანი ზრდას, ასევე გათავისუფლებული 50 თანამშრომლის სამსახურში დაბრუნებას ითხოვენ.