spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“ბორჯომის” ქარხნის თანამშრომლები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

“ბორჯომის“ ქარხნის თანამშრომლები პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ. 

 

კომპანია „IDS ბორჯომის“ თანამშრომლები ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე არიან შეკრებილი. 

 

მათი მოთხოვნა  ასევე ქარხნის გენერალურ დირექტორთან ივანე მაჭავარიანთან შეხვედრაა. 

 

ისინი კომპანიის მიერ მოთხოვნილი ახალი ხელშეკრელებების გაფორმებაზე უარს აცხადებენ, რომლის თანახმად,  ხელფასები გაუნახევრდებათ. ახალი კონტრაქტების გაფორმებაზე უარის შემთხვევაში კი სამსახურის გარეშე რჩებიან.

 

„მთავარი მოთხოვნაა, გენერალურ დირექტორთან ივანე მაჭავარიანთან, შეხვედრა. ვითხოვთ ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას. ეს პროცესი ჩვენ გვეხება, თუმცა სრულ გაუგებრობაში ვართ. ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენ ხელთ არსებულ ყველანაირ კონსტრუქციულ უფლებას, რომ დასაქმებულთა შრომითი უფლებები დაცული იყოს”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.  

 

კომპანიის თანამშრომლები მათი მოთხოვნების შეუსრულებლობის  შემთხვევაში აქციების გაგრძელებით იმუქრებიან. 

 

კომპანია „IDS ბორჯომი საქართველომ“  29 აპრილიდან ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში წარმოების პროცესი დროებით შეაჩერა, ამის მიზეზი კომპანიის მფლობელი რუსი ბიზნესმენის დასანქცირებაა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები