spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“ბორჯომის” ქარხნის თანამშრომლებმა უვადო გაფიცვა დაიწყეს

“ბორჯომის” ქარხნის თანამშრომლებმა დღე უვადო გაფიცვა  დაიწყეს. მათი მოთხოვნა სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლების აღდგენაა, ხელფასის 25 პროცენტით მომატება და ძველი ხელშეკრულებების დაბრუნებაა. გაფიცულები პასუხს ქარხნის მფლობელებისგან ელოდებიან. 

 

აქციის მონაწილეები ასევე ქვეყნის პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ.  მათი თქმით,  ირაკლი ღარიბაშვილი მათ ქარხნის შესახებ   „სასიხარულო ინფორმაციას“ დაპირდათ. 

 

პროტესტის მონაწილეების  განცხადებით,  აქციები მათი მოთხოვნების შესრულებამდე გაგრძრელდება.  

 

“დილის 6 საათიდან დაიწყო სრულმასშტაბიანი გაფიცვა, ორივე ქარხანა პარალიზებულია და არ ფუნქციონირებს, აქციები გაგრძელდება ვიდრე მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

 

აქციას მხარს უჭერენ  პროფესიული კავშირების წარმომადგენლებიც. 

 

პრობლემები ბორჯომის ქარხანაში მას შემდეგ დაიწყო, რაც ქარხნის მფლობელი რუსი ბიზნესმენი დასავლეთის მიერ სანქცირებულთა შორის აღმოჩნდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები