ბორჯომის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა კონკურსში – “იპოვე შენი ვარსკვლავი“ წარმატება მოიპოვეს.
ბავშვთა და მოზარდთა კლასიკური მუსიკის მე-14 რესპუბლიკური ფესტივალ-კონკურსის “იპოვე შენი ვარსკვლავი” გამარჯვებულ მოსწავლეთა გალა კონცერტი და დაჯილდოების ცერემონია თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში ჩატარდა.
კონკურსზე ბორჯომის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლას გადაეცა ჯილდო – “წარმატებული სამუსიკო სკოლა”.
“,იპოვე შენი ვარსკვლავის” კონკურსში ბორჯომის სამუსიკო სკოლის მოსწავლეები დაჯილდოვდნენ შემდეგ საპრიზო ადგილებით: ოთარ ოთარაშვილმა და ლევან ნოზაძემ გრან-პრი მოიპოვეს. პირველი ადგილი დაიკავა ლიზი ხაჩიძემ და ილია ალთუნაშვილმა, ასევე პირველი ადგილი ხვდა წილად საფორტეპიანო ანსამბლს. მეორე ადგილი დაიკავა შალვა არბოლიშვილმა, ბარბარე მაჩაიძემ, მარიკა აიწურაძემ, ლუკა გოგოლაძმ და ლიზა ქობალიამ.
კონკურსში სკოლის პედაგოგებს – მარინა გაბაშვილს, მარინე რატიანს და ცირა პავლიაშვილს მიენიჭათ “2022 წლის საუკეთესო პედაგოგის წოდება” და გადაეცათ სერტიფიკატი.
ასევე, პედაგოგ ეკა სალარიძეს გადაეცა სერტიფიკატი – “2022 წლის საუკეთესო აკომპანიატორი”.
აღსანიშნავია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ, სამუსიკო სკოლის წარმომდგენლებს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და კონკურსში მონაწილეობისათვის საჭირო ფინანსური მხარე უზრუნველყო.