spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომის სასპორტო სკოლის და ბიბლიოთეკის შენობის რეკონსტრუქცია\რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა

ბორჯომის სასპორტო სკოლის და ბიბლიოთეკის შენობის რეკონსტრუქცია\რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, რუსთაველის ქუჩის N107-ში მდებარე შენობის სრული რეკონსტრუქცია /რეაბილიტაცია განხორციელდება. შენარჩუნებული იქნება შენობის იერსახე, დამატებით დეკორატიული ელემენტების გამოყენებით.

რეაბილიტირებულ შენობაში განთავსდება სასპორტო სკოლა და ბიბლიოთეკა. მოეწყობა შესაბამისი დარბაზები, შიდა სავარჯიშო სივრცით, ასევე მოეწყობა სამკითხველო დარბაზი, მედიათეკის სივრცე, საკონფერენციო დარბაზი და საოფისე ოთახები.

“სპორტის სახეობების და კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება ბორჯომის მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, სწორედ ამიტომ ბორჯომის მუნიციპალიტეტი ამ მიმართულებით არაერთ პროგრამას ახორციელებს”, – აღნიშნავენ მუნიციპალიტეტის მერიაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები