spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომის შოთა რუსთაველის სახელობის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში მასწავლებლის დღე აღინიშნა

ბორჯომის შოთა რუსთაველის სახელობის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში მასწავლებლის დღე აღინიშნა, სადაც წარმატებული მოსწავლეები და მასწავლებლები ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გიორგი ტაბატაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ფერაძემ და რესურსცენტრის ხელმძღვანელმა იზოლდა ლომიძემ დააჯილდოვეს.

 

4 აბიტურიენტს, რომელთაც 100%-იანი სახელმწიფო დაფინანსება მიიღო 300 ლარი გადაეცა. 70%-იანი დაფინანსების მქონე 5 აბიტურიენტს –  250 ლარი, ხოლო 26 აბიტურიენტს, რომელთაც 50%-იანი  სახელმწიფო დაფინანსება მიიღო – 200 ლარი. მათ ბორჯომის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ფულად ჯილდოსთან ერთად სიგელებიც გადასცა.

 

წარმატებული აბიტურიენტების კლასის  16 დამრიგებელს კი „მეგატექნიკის“ 100-ლარიანი ვაუჩერი, მადლიერების სიგელები და ყვავილები გადაეცათ.

 

მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, კულტურის სახლის ფოიეში ხელოვანი მასწავლებლების  ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. 

 

ღონისძიების ბოლოს მესტიის ლეო ფილფანის სახელობის დასმა სპექტაკლის “სტუმარ-მასპინძელი” ჩვენება გამართა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები