spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომის ცენტრალურ პარკში ქართული ესტრადის მომღერლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროექტის “ქართული სიმღერა რეგიონების” ფარგლებში, ბორჯომში, ცენტრალურ (ისტორიულ) პარკში,  ღია ცის ქვეშ, ქართული ესტრადის მომღერლების – ნეკა სებისკვერაძის, აჩიკო ნიჟარაძის, დავით ნოზაძის და ნათია პერანიძის მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.

 

ღონისძიება ცნობილ ტელეწამყვანს ნიკოლოს წულუკიძეს მიჰყავდა.

 

კონცერტზე შესრულდა ყველასთვის კარგად ნაცნობი და  საყვარელი ჰიტები.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ ბორჯომ-ბაკურიანის და ჭიათურა -საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი, დეკანოზი იოანე ხეცურიანი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწე კულტურის დარგში გიორგი ბუგიანაშვილი, კულტურის,  განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განყოფილების უფროსი შალვა გოგოლაძე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები