spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომის ცენტრალური ბიბლიოთეკის ინიციატივით, თოჯინების თეატრში თემატური საღამო “საქმით მეტყველი სული“ გაიმართა

ბორჯომის ცენტრალური ბიბლიოთეკის ინიციატივით, თოჯინების თეატრში თემატური საღამო “საქმით მეტყველი სული“ გაიმართა, რომელიც დიდი ქართველი მამულიშვილის – ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას შეეხებოდა, მის უდიდეს როლს უძველესი ქართული ხელნაწერების შეგროვებასა და შენახვაში; საზღვარგარეთ გატანილი ეროვნული საგანძურის გადარჩენაში.

 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების უფროსკლასელები.ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა მევიოლინე თეა მანჩხაშვილმა.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები და საზოგადოების წარმომადგენლები.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები