spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლაში მოსწავლეთა სწავლის დაფინანსება გრძელდება

ბორჯომის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლაში მოსწავლეთა სწავლის დაფინანსება გრძელდება.

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია, 2022 წელს   ა(ა)იპ   ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლებში  სწავლის ღირებულებას 345 მოსწავლეს  100%-ით უფინანსებს.

 

სამუსიკო სკოლაში მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, რომ  შეისწავლონ საფორტეპიანო, სიმებიანი ვიოლინო, ვოკალი, ხალხური სიმღერა.

მოსწავლეებს უტარდებათ როგორც ინდივიდუალური გაკვეთილები და ეუფლებიან ფორტეპიანოზე, ვიოლინოზე დაკვრას, სოლო სიმღერის შესრულებას, ასევეა ტარდება ჯგუფური მეცადინეობები, სადაც შეისწავლიან სოლფეჯიოს, მუსლიტერატურას, ქართულ ხალხურ შემოქმედებას და ხალხური სიმღერის შესრულებას.სკოლაში ფუნქციონორებს საბავშვო ფოლკლორული გუნდი და სკოლასთან არსებული ვოკალური ანსამბლი “ოქტავა”.

 

“სამუსიკო სკოლას ჰყავს საერო და საერთაშორისო კონკურს – ფესტივალებში გამარჯვებული მოსწავლეები, რომელთაც საპრიზო ადგილის აღების შემთხვევაში, როგორც მოსწავლეებს, ასევე მათ პედაგოგებს,  ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია  აჯილდოებს წამახალისებელი ფულადი პრემიებით,  რაც ძალიან დიდი სტიმული და მოტივაციაა თითოეული მოსწავლისა და მასწავლებლისათვის”, – განაცხადა სამუსიკო სკოლის ხელმძღვანელმა მარინა ქიტიაშვილმა.

 

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ბორჯომის სამუსიკო სკოლას წარმატებული მოღვაწეობის მრავაწლიანი ისტორია აქვს. პანდემიის მიუხედავად,  მონაწილეობა მიიღეს როგორც საერთაშორისო, ასევე ეროვნულ კონკურსებში და მოიპოვეს აღიარება.

 

სამუსიკო სკოლას რეაბილიტაცია გასულ  წელს ჩაუტარდა რეგიონული განვითარების ფონდის და ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით. აქ ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ ბავშვებმა მიიღონ მაღალი ხარისხის კლასიკური განათლება. სამუსიკო სკოლა ბორჯომში 1973 წლიდან ფუნქციონირებს, შენობა კულტურული მემკვიდრების ძეგლის სტატუსს ატარებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები