spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომში 9 მაისი აღინიშნა

ბორჯომში ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავი აღინიშნა. გამარჯვების სკვერში მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები და საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.

 

მერმა ოთარ არბოლიშვილმა მეორე მსოფლიო ომში, ქართველთა წვლილზე და მათ თავდადებაზე ისაუბრა. დეკანოზმა იოანე ხეცურიანმა დაღუპულთა მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

 

ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა ანსამბლმა „მზეშინამ” და ,,ნენანამ”.

 

მოგვიანებით საზეიმო სვლა “ძმათა სასაფლაოზე” მოეწყო, სადაც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა და რიგითმა მოქალაქეებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი და გმირთა საფლავები ტიტებით შეამკეს. 

 

9 მაისთან დაკავშირებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი და მერის მოადგილე იოსებ რაზმაძე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს ოთარ გელაშვილს სახლში ესტუმრნენ. 

 

მერმა ომის ვეტერანს ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავი მიულოცა და თარიღთან დაკავშირებით საჩუქრები გადასცა. 

 

ომის ვეტერანმა მერს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ვეტერანების მიმართ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის და სახელმწიფოს მხრიდან არსებული ყურადღება ძალიან დასაფასებელია.

 

მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 2 ვეტერანს, ბორჯომის მერიამ 300-300 ლარი გადასცა, ხოლო ვეტერანებთან გათანაბრებულ 10 პირს 100-100 ლარი, ასევე ვეტერანები საქართველოს მთავრობისგან ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 500 ლარს მიიღებენ.

 

მეორე მსოფლიო ომი ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი. ომს, რომელიც 1941 წლიდან 1945 წლამდე მიმდინარეობდა, 300 ათასი ქართველის სიცოცხლე შეეწირა. ბრძოლები 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები