ბორჯომში, სოფელ სადგერთან მდებარე კლდიდან 30 წლამდე ქალი გადავარდა.
“სამხრეთის კარიბჭის” ინფორმაციით, საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური ქალს დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ეძებდა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურს ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაცვლილი დახვდა.
მომხდარზე გამოძიებ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.