spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა

ბორჯომში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე კულტურული და სპორტული ღონისძიებებით აღინიშნა.

 

ბორჯომის ცენტრალურ (ისტორიულ) პარკში, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის ინსტრუმენტულმა ტრიომ, ღია ცის ქვეშ კლასიკურ ნაწარმოებები შეასრულა.

 

ბორჯომის ჯემალ ზეინკლიშვილის სახელობის სტადიონზე, მასტერ ლიგის ეგიდით ფეხბურთის 7X7-ზე ჩემპიონატის ფინალი გაიმართა. 

 

დაძაბული მატჩი პარკის საფეხბურთო გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გიორგი ტაბატაძემ, კულტურის დარგში მერის მრჩეველმა გიორგი ბუგიანიშვილმა, კულტურის განყოფილების ხელმძღვანელმა შალვა გოგოლაძემ და საკრებულოს დეპუტატმა მამუკა ხითარიშვილმა გამარჯვებული გუნდის წევრები მედლებით, სიგელებით, თასითა და საფეხბურთე ფორმებით დააჯილდოვეს, ასევე ბორჯომის მერიისგან პირველ ადგილზე გასულ გუნდს 900 ლარი, მეორე ადგილზე გასულ გუნდს 600 ლარი, ხოლო მესამე ადგილზე გასულ გუნდს 300 ლარი ჩაერიცხათ.

 

დაბა ახალდაბაში ოლეგ ლომიძის სახელობის საჭიდაო არენაზე ქართულ ჭიდაობაში ბორჯომის ღია პირველობა გაიმართა. შეჯიბრებაში მონაწილეობა  7 ქალაქის- ბორჯომი, ქარელი, კასპი, გორი, ხაშური, ახმეტა, 70-მდე სპორტსმენმა მიიღო. 

 

გამარჯვებულები 5 წონით კატეგორიაში (55კგ, 60კგ, 66კგ, 73კგ, 73+კგ) თასებით, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. 

 

დაბა ახალდაბაში  ფეხბურთში უბნებს შორის ჩემპიონატი გაიმართა. გამარჯვება  აღმაშენებლის ქუჩის გუნდმა მოიპოვა. 

 

გამარჯვებული გუნდის წევრები, მედლებით, სიგელები, თასით და ფულადი პრემიით დაჯილდოვდნენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები