ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით 8 მარტს – ქალთა საერთაშორისო დღეს ყვავილების ფორმაში გამოწყობილმა ანიმატორებმა ქალაქში მსვლელობა მოაწყეს.
ანიმატორებმა ქუჩაში მოსიარულე ქალებს ყვავილები გადასცეს. მათ საშუალება ჰქონდათ სპეციალურად მოწყობილ ფოტო ჩარჩოში ფოტოები გადაეღოთ.