spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომში არსებულ რეკრეაციულ ზონებში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბორჯომში არსებულ რეკრეაციულ ზონებს სხვადასხვა სახეობის  სეზონური ყვავილები დაამშვენებს. 

 

ბაღებსა და სკვერებში ყვავილების ჩითილების დარგვის პროცესი უკვე დაწყებულია. 

 

8000-მდე  სალვიას, პეტუნიას, ბეგონიას, ტაგეტისისა და  იმპატიენსის ნერგები ქალაქის მთავარ ქუჩებზე არსებულ თარგებში, პარკებსა და სკვერებში  გადანაწილდება. 

 

პარალელურად  რეკრეაციულ ზონებში ტერიტორიების გაწმენდა და ბალახის საფარის მოწესრიგება მიმდინარეობს. 

 

სამუშაოებს  გამწვანების სამსახურის თანამშრომლები ასრულებენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები