spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომში, ე.წ ლიკანის დასახლებაში მესხეთის ქუჩაზე ცენტრალური გზის გამყოლი ღობეების რეაბილიტაცია დაიწყო

ბორჯომში, ე.წ ლიკანის დასახლებაში მესხეთის ქუჩაზე ცენტრალური გზის გამყოლი ღობეების რეაბილიტაცია დაიწყო.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ქუჩების მიმდებარე სახლების ღობეები, ჭიშკრები და რკინა-ბეტონის საყრდენი კედლები.

სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

“აღნიშნული პროექტი ბორჯომის, როგორც საკურორტო ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით, უმნიშვნელოვანესია. ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სამუშაოები სხვადასხვა ობიექტებზე დაწყებულია და წლის ბოლომდე გაგრძელდება”, – აღნიშნავენ მერიაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები