ბორჯომში, ე.წ “პლატოზე” ფეხბურთის მოედანი და ჩოგბურთის კორტების მოწყობა აქტიურ ფაზაშია.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, ჩოგბურთისა და ფეხბურთის სტადიონის გარდა, ასევე, მოეწყობა ფანჩატური, ტრიბუნები, საფეხმავლო ბილიკები, მცირე საყრდენი კედელი, მოაჯირი და საპარკინგე სივრცე.
დამონტაჟდება ტენისის მაგიდა და საპარკე სკამები.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
მიმდინარე წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ჯამში, 13 მინი სპორტული სტადიონის რეაბილიტაციაა დაგეგმილი.