ჯემალ ზეინკლიშვილის სახელობის ცენტრალურ საფეხბურთო მოედანზე, ჯუნგლი ქართველიშვილის სახელობის ტურნირი ფეხბურთში 2012 წელს დაბადებულ სპორტსმენებს შორის საზეიმოდ გაიხსნა.
გახსნის ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს – ა(ა)იპ ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა – „იმედი“ და „ფერხისი“ და მუსიკალურმა სტუდიამ „ნიბლია“.
ღონისძიებას ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი, საკრებულოს დეპუტატები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ტურნირი ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბი „ბორჯომი 2013“-ის ინიციატივით და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით მიმდინარეობს.
ტურნირში 8 გუნდი მონაწილეობს: ბორჯომის “ბორჯომი”, ბორჯომის სასპორტო სკოლა, ბათუმის ,,დინამო’’, ფოთის “ფოთი”, თენგიზ სულაქველიძის აკადემია, გორის “გორი”, ადიგენის ,,ზარზმა’’, ხაშურის ,,ივერია’’.
ტურნირი 23 ივლისს დაიწყო და 30 ივლისს დასრულდება.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fpermalink.php%3Fstory_fbid%3Dpfbid0NLxyH2rY1yEqQGKZjEAuXbBtEWhXF4FJB8xH5e4E5khsKibgFskAekgTCGVnxyi1l%26id%3D100069146921708&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”862″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>