spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომში კონკურსის “იპოვე შენი ვარსკვლავი” გამარჯვებული მოსწავლეებისა და მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

ბორჯომის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში კონკურსის “იპოვე შენი ვარსკვლავი” გამარჯვებული მოსწავლეებისა და მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

 

კონკურში გამარჯვებული მოსწავლეები და მასწავლებლები, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა და მერის მოადგილემ იოსებ რაზმაძემ სიგელებით დააჯილდოვეს.

 

ბავშვთა და მოზარდთა კლასიკური მუსიკის მე-14 რესპუბლიკური ფესტივალ-კონკურსის “იპოვე შენი ვარსკვლავში” ბორჯომის სამუსიკო სკოლამ მოიპოვა  “წარმატებული სამუსიკო სკოლის” ტიტული. ხოლო კონკურსში ბორჯომის სამუსიკო სკოლის მოსწავლეები დაჯილდოვდნენ შემდეგი საპრიზო ადგილებით:  ოთარ ოთარაშვილმა და ლევან ნოზაძემ  გრან-პრი მოიპოვეს. პირველი ადგილი დაიკავა ლიზი ხაჩიძემ და ილია ალთუნაშვილმა, ასევე პირველი ადგილი ხვდა წილად საფორტეპიანო ანსამბლს. მეორე ადგილი დაიკავა შალვა არბოლიშვილმა, ბარბარე მაჩაიძემ, მარიკა აიწურაძემ, ლუკა გოგოლაძემ და ლიზა ქობალიამ.

“იპოვე შენი ვარსკვლავის” კონკურსში სკოლის პედაგოგებს – მარინა გაბაშვილს, მარინე რატიანსა და  ცირა პავლიაშვილს მიენიჭათ “2022 წლის საუკეთესო პედაგოგის წოდება” და გადაეცათ სერტიფიკატი. ასევე, პედაგოგ ეკა სალარიძეს გადაეცა სერტიფიკატი – “2022 წლის საუკეთესო აკომპანიატორი”.

 

დაჯილდოების ცერემონიალი მუსიკალური ნომრებით გააფორმეს სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა და ანსამბლმა “ოქტავამ”.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები