ბორჯომში, მესხეთის ქუჩის N29-ში, თორის ქუჩის N116, N118 და N 120-ში მდებარე მაღალსართულიანი კორპუსების სადარბაზოებში ახალი ლიფტების მოწყობა დასრულდა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის განხორციელების შემდგომ მაღალ სართულზე უსაფრთხოდ გადაადგილების პრობლემა 200-მდე ოჯახს აღარ ექნება.
ახალი ლიფტების სამონტაჟო სამუშაოების ღირებულება 401 316 ლარს შეადგენს. აღნიშნული თანხა ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოიყო.
ინფრასტრუქტურული პროექტი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.