spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია გრძელდება

ბორჯომში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია გრძელდება. 

 

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები ამჟამად რუსთაველის ქუჩაზე მიმდინარეობს. მთლიანად შეიცვლება ორი კორპუსის იერსახე.

 

ფასადების რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარდა რუსთაველის ქუჩაზე სამ კორპუსს.

 

პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადები და სახურავი. შეიცვალა აივნი და კარ-ფანჯარა, მოეწყო დეკორატიული ელემენტები და განათება.

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაციის პროექტი მომავალ წელსაც განხორციელდება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები