spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომში, მტკვრის სანაპიროზე ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყო

ბორჯომში, რუსთაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვრის სანაპიროზე ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.

 

მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ბორჯომის  მერი ოთარ არბოლიშვილი,  საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი და  ადგილობრივი თვითმართველობის წევრები ადგილზე გაეცნენ.

 

“პროექტის მიხედვით ტერიტორიაზე მოეწყობა საყრდენი კედელი, შიდა ბილიკები, განთავსდება საბავშვო ატრაქციონები, ფიტნეს-ტრენაჟორები, ფანჩატური, წყლის ბიუვეტი, დეკორატიული საბაღე სკამები, სანაგვე ურნები, დამონტაჟდება დეკორატიული ლამპიონები და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. პროექტი ორ ეტაპად განხორციელება და მისი საერთო ღირებულება 846 155 ლარს შეადგენს.

 

გასულ წელს რუსთაველის ქუჩაზე სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე  მოეწყო სკვერი.

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტი  ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა, ამ მიზნით მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა დასახლებაში დასასვენებელი სივრცისა და სპორტული მოედნის მოწყობა მომავალშიც გაგრძელდება”, – აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები