საქართველოს ფეინთბოლის ეროვნული ფედერაციის ინიციატივითა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, ბორჯომში ფეინთბოლში ჩემპიონატი გაიმართა.
ჩემპიონატში 11 გუნდი და 45-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა.
ბორჯომის ფეინთბოლის ჩემპიონატში გამარჯვება გუნდმა “13 BB” მოიპოვა. გამარჯვებული გუნდი საქართველოს ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.
ბორჯომში ფეინთბოლის ჩემპიონატი მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განყოფილების და საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილის მამუკა ხითარიშვილის ორგანიზებით გაიმართა.
ფეინთბოლში ჩემპიონატის ჩატარების მიზანია ახალგაზრდების ჩართვა ექსტრემალურ სპორტში.