ჯემალ ზეინკლიშვილის სახელობის ცენტრალურ საფეხბურთო მოედანზე, ფეხბურთში ჯუნგლი ქართველიშვილის სახელობის ტურნირის ფინალი გაიმართა.
ფინალში ერთმანეთს ა(ა)იპ “ბორჯომის სასპორტო სკოლის” გუნდი “თორი“ და გორის “გორი“ დაუპირისპირდა. მატჩი თორელების გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.
ტურნირის ბოლოს გამოვლინდნენ:
საუკეთესო მეკარე – ივა ნოზაძე („თორი“);
საუკეთესო მცველი – ნიკოლოზ დათუნიშვილი („ბორჯომი 2013“);
საუკეთესო თავდამსხმელი – სოსო ღვინიაშვილი (გორის „გორი“);
ბომბარდირი – გიორგი კაპანაძე („თორი“);
საუკეთესო ფეხბურთელი – გიორგი კაპანაძე („თორი“);
საუკეთესო გოლის ავტორი – ანდრია გაჩეჩილაძე („ბორჯომი 2013“).
ტურნირს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ხითარიშვილი, საკრებულოს დეპუტატები, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდობასთან ურთიერთობისა და ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელი შალვა გოგოლაძე, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები და გულშემატკივრები ესწრებოდნენ.
აღნიშნული ტურნირი ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბი “ბორჯომი 2013“-ის ინიციატივით და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართა.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fpermalink.php%3Fstory_fbid%3Dpfbid02VnZs174htyEQ2AJVfJQjKJibtgeUfktADEd6Yks5tF83PQosLjLCGgxfHEohEmwBl%26id%3D100069146921708&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”785″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>