spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომში ყაზახეთის დამოუკიდებლობის აღდგენის 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ბორჯომის ცენტრალური – ისტორიული პარკის ყოფილ საკონცერტო დარბაზ “კურზალის” ფოიეში საქართველოში ყაზახეთის საელჩოს ორგანიზებით ყაზახეთის დამოუკიდებლობის აღდგენის 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.  

 

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნა დოკუმენტური ფილმი და ფოტოგამოფენა.

 

ბორჯომის მერმა ოთარ არბოლიშვილმა სტუმრებს  მისასალმებელი სიტყვით მიმართა. მან  ყაზახ ხალხსა და მთავრობას ეროვნული დღესასწაული მიულოცა და  წარმატება უსურვა.

 

“საქართველოსა და ყაზახეთს ტრადიციულად მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებს. მოხარული ვარ, რომ  ბოლო პერიოდში შეინიშნება ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურება მრავალი მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურიზმის და სხვა სფეროებში,”- განაცხადა ოთარ არბოლიშვილმა.

 

“ჩემთვის დიდი პატივია ყაზახეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა.

 

საქართველოსა და ყაზახეთს მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ სხვადასხვა სფეროში. იმედს გამოვთქვამ, რომ მომავალში ჩვენი ქვეყნებს შორის, მეგობრობა კიდევ უფრო გააღრმდება“, – განაცხადა დავით ზაალიშვილმა.                                   

 

ყაზახეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას ყაზახეთის ელჩის მოადგილე და მრჩეველი ჟაზირა მირზაკასიმოვი, საელჩოს  ეკონომიკური საკითხების მრჩეველი ჟანდოს სადუაკასოვი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი, მერის მოადგილე იოსებ რაზმაძე და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები