spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომში რამდენიმე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადების რეაბილიტაცია განხორციელდება

მიმდინარე წელს ბორჯომში, სააკაძის ქუჩის N2, აღმაშენებლის N35, მესხეთის N35 და N61 -ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია განხორციელდება.

 

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადი, შეიცვალება სახურავი, აივნი და კარ-ფანჯარა, მოეწყობა დეკორატიული ელემენტები და განათება. ასევე, მესხეთის ქუჩის N35 და N61 მიმდებარედ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოს არსებულ ღობეს ჩაუტარდება რეაბილიტაცია. 

 

ამ ეტაპზე სადემონტაჟო სამუშაოები აღმაშენებლის # 35 მიმდინარეობს. მთლიანად შეიცვლება კორპუსის იერსახე.

 

“ფასადების რეაბილიტაციის პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონალური განვითარების ფონდიდან 2735181 ლარით ფინანსდება.

 

ბორჯომის მერია, ქალაქის მასშტაბით მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაციას მომავალშიც გეგმავს.

 

შეგახსენებთ, რომ 2021 წელს ბორჯომში შვიდი მრავალბინიანი სახლის ფასადის რეაბილიტაცია განხორციელდა“, – აცხადებენ ბორჯომის მერიაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები