spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომში, რამდენიმე ქუჩაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია დასრულდა

ბორჯომში, მესხეთის N29-ში, რუსთაველის N7-ში, ვაშლოვანის N 52-ში და აღმაშენებლის N 22-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის რეაბილიტაცია დასრულდა. ხოლო დაბა ბაკურიანში გოდერძი ჩოხელის N86-ში სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, მოხდა ძველი სახურავის დემონტაჟი, დაზიანებული ხის კონსტრუქციები ახლით შეიცვალა და მოეწყო ახალი სახურავი. ვაშლოვანის N 52-ში სახურავის რეაბილიტაციასთან ერთად კორპუსს გამაგრების სამუშაოები ჩაუტარდა, ხოლო რუსთაველის N7-ში ფასადის რეაბილიტაციაც განხორციელდა.

ინფრასტრუქტურული პროექტი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები